Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა,
აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების შეფასებაზე რეაგირება მოახდინა. როგორც ბეჟუაშვილმა აღნიშნა, მას რუსეთის მხარის ასეთი შეფასება არ გაჰკვირვებია.
"მაინტერესებს, დემოკრატიულობის რა პრინციპებს მოიყვანს რუსეთი, როდესაც აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ასეთ დასკვნას აკეთებს ", - განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა. მისივე თქმით, "სოხუმის ხელისუფლებისთვის დემოკრატიულობის დაბრალება ცინიკური და ამორალური ნაბიჯია". საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეთნიკური წმენდის საშუალებით მკვიდრ მოსახლეობას სამშობლო დაატოვებინა და ადგილობრივებს ქართულ ენაზე სწავლას უკრძალავს". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები საერთაშორისო და დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყება იმასაც აღნიშნავს, რომ არჩევნებში გალის რაიონის მოსახლეობის მონაწილეობის გამო, აფხაზურმა ხელისუფლებამ საქმით დაადასტურა, რომ ამ რაიონში ქართველი დევნილების დაბრუნებას არ ეწინააღმდეგება და მათ ძირითადი კონსტიტუციური უფლებებით უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG