ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ”მეორე არხის” ფორმირებასთან დაკავშირებით. მემორანდუმზე ხელის მომწერი სუბიექტები თანხმდებიან, რომ არხი უზრუნველყოფს პარლამენტის პლენარული სხდომების და მნიშვნელოვანი საკომიტეტო განხილვების პირდაპირ ეთერში გაშუქებას. გარდა ამისა, ოპოზიციურ პარტიებს ყოვედღიურად დაეთმობათ ერთსაათიანი ზოლი ”თავისუფალი ზონა”, კვირაში ერთხელ კი არხი უზრუნველყოფს დებატებს სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე.
პირველ საათზე დაგეგმილი ხელმოწერა ნახევარი საათით გადაიდო, რისი მიზეზიც მემორანდუმში რამდენიმე ცვლილების შეტანა გახდა. უფრო კონკრეტულად კი, მემორანდუმი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერებისათვის ღია იქნება, ნაცვლად 1 ივლისისა, პირველ აპრილამდე და ის მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალაში დარჩება.
22 თებერვალს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში მემორანდუმს ათმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. მათ შორის არის კონსერვატიული პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, მიიჩნევს, რომ ”ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა გაუშვან დამატებითი შესაძლებლობა ხელიდან, რათა საზოგადოებას საკუთარი ხმა მიაწვდინონ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მეორე არხის ეთერით ვისარგებლოთ.”
კონსერვატიული პარტიის გარდა, მემორანდუმს კიდევ ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. ესენი არიან: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, პარტია „თავისუფლება“, „ტრადიციონალისტები“, „ჩვენ თვითონ“, „ქართული დასი“, „ხალხის პარტია“, მოძრაობა „სამართლიანი საქართველო“ და “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”. ხელის მოწერის ცერემონიალზე ”ქალთა პარტიის“ ლიდერი გუგული მაღრაძეც იმყოფებოდა, თუმცა მისი პარტია დანარჩენ ათს არ შეუერთდა: ”უმნიშვნელო ცვლილებების გარდა, არანაირი შენიშვნები არ გაუთვალისწინებიათ. მაშინ რისთვისღა მიდიოდა ეს მოლაპარაკებები? ნუთუ არ უნდა გაითვალისწინონ იმ ოპოზიციური პარტიების აზრი, რომელთაც მოსახლეობის ნახევარი უჭერს მხარს? გასაგებია, რომ არჩევნები მოახლოვდა და ოპოზიციური პარტიებისათვის ნებისმიერი დრო მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ცოტათი მეტად პრინციპულები უნდა ვიყოთ”, - აცხადებს გუგული მაღრაძე.
უარი განაცხადა მემორანდუმის ხელის მოწერაზე პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”. მისი ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ბიგვავას, განცხადებით, ერთსაათიანი დრო, რომელიც მემორანდუმით არის გათვალისწინებული და რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ყოველდღიურად ე.წ. პრაიმ-ტაიმში ანუ 22 საათიდან 23 საათამდე დაეთმობა, საკმაოდ მცირეა მათი მოსაზრებების დასაფიქსირებლად. გარდა ამისა, მისი თქმით, მემორანდუმში არ არის გათვალისწინებული შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებოდათ განეხილათ მოსაზრებები ეთერთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი შენიშვნა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოებრივი მაუწყებელის მიმართ ჰქონდათ, მეორე არხის დაფარვის ზონის სიმცირეს შეეხებოდა. თუმცა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან გახელაძე აცხადებს, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ამ ეტაპისათვის კი მეორე არხის მაუწყებლობა სატელიტით იქნება შესაძლებელი: ”მეორე არხი სატელიტის საშუალებით გადაიცემა, რაც საკაბელო ტელევიზიებს საშუალებას მისცემს, რომ ის სამომხმარებლო პაკეტში ჩასვან. გარდა ამისა, ინფორმაცია განთავსდება ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. ასე რომ, ხელმისაწვდომობა იქნება სრულიად ადეკვატური.”
აღსანიშნავია, რომ პარტიები, რომლებიც ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს, არ ისარგებლებენ ახალი პოლიტიკური არხის მომსახურებით. პოლიტიკურ პარტიებს კი დრო მოსაფიქრებლად 1 აპრილამდე აქვთ. რაც შეხება იმ პარტიებს, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი მემორანდუმს, ისინი თავად შეთანხმდებიან ღია ეთერში განკუთვნილი დროის რიგითობის განსაზღვრის წესზე. წილისყრა უახლოეს მომავალში გაიმართება. როგორც ლევან გახელაძე რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნავს, ჯერჯერობით მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომლის შემდეგაც ახალი მეორე არხი ფუნქციონირებას სრული დატვირთვით დაიწყებს.
პირველ საათზე დაგეგმილი ხელმოწერა ნახევარი საათით გადაიდო, რისი მიზეზიც მემორანდუმში რამდენიმე ცვლილების შეტანა გახდა. უფრო კონკრეტულად კი, მემორანდუმი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერებისათვის ღია იქნება, ნაცვლად 1 ივლისისა, პირველ აპრილამდე და ის მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალაში დარჩება.
მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონია (მარჯვნიდან მარცხნივ: ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი; დოდო შონავა, მეორე არხის ხელმძღვანელი; გურამ ჩახვაძე, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი)
ეს რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თორემ ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე სხვა შენიშვნაც ჰქონდა. ეს, უმეტესწილად, მემორანდუმის მეოთხე პუნქტს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, არხი კვირაში ერთხელ უზრუნველყოფდა დებატებს მხოლოდ იმ კანონპროექტებზე, რომელთა განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს. ამ კუთხით მემორანდუმში ცვლილება შევიდა, ანუ არასასესიო პერიოდში პირდაპირი ეთერი დაეთმობა დებატებს სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზეც. 22 თებერვალს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში მემორანდუმს ათმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. მათ შორის არის კონსერვატიული პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, მიიჩნევს, რომ ”ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა გაუშვან დამატებითი შესაძლებლობა ხელიდან, რათა საზოგადოებას საკუთარი ხმა მიაწვდინონ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მეორე არხის ეთერით ვისარგებლოთ.”