ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პროპორციული წესით არჩეული 14 წევრი ეყოლება, ”ალიანსს საქართველოსთვის”- 5, ქრისტიან-დემოკრატებს 3, ”ეროვნულ საბჭოს” 2 და ”თოფაძე-მრეწველებს” - 1. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 25-ივე მაჟორიტარი მამრთველი პარტიის წარმომადგენელი იქნება. ჯერჯერობით დამარცხებას არ აღიარებს ”ალიანსის საქართველოსთვის” კანდიდატი დავით საგანელიძე. მისი განცხადებით, ვაკის ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა მასზე მეტი ხმა მიიღო მხოლოდ წყნეთსა და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, სადაც საგანელიძის თქმით არაერთი დარღვევაა დაფიქსირებული. ალიანსის კანდიდატის განცხადებით, საჩივრები უკვე დაიწერა და შემდგომი გასჩივრება მათი განხილვის შედეგებზეა დამოკიდებული. საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის დათვლილია 2736 უბნის შედეგები. პროპორციული სისტემით ნაციონალურ მოძრაობას ხმების 62.97 % აქვს, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას 12.39 %, ”ალიანსს საქართველოსთვის” 10.51 %, ”ეროვნულ საბჭოს” 7.28 % და ”თოფაძე-მრეწველებს” 4.64 %.
თბილისის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა

ამერიკული მოთხრობა

უკანასკნელი ეპიზოდი
მარიამ გურგენიშვილი კითხულობს ტრუმენ კეპოტის მოთხრობას “მირიამი”
ამერიკული მოთხრობა
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1