Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აღმოაჩინეს მინერალების საბადოები, რომელთა ღირებულებაც ერთ ტრილიონ დოლარს აღწევს


გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ განცხადებით, ამერიკელმა გეოლოგებმა და პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ავღანეთში აღმოაჩენეს მინერალური საბადოები, რომელთა ღირებულებაც ერთ ტრილიონ დოლარს აღწევს. „ნიუ იორკ ტაიმსი“ აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალ გენერალ დევიდ პეტრეუსისაგნ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღმოჩენა „უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა“ და პენტაგონში გამოთქმული შეფასებით, ავღანეთი, შესაძლოა „ლითიუმის მქონე საუდის არაბეთი“ გახდეს. ლითიუმი არის ლითონი, რომელსაც ბევრი ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის დამზადებისას იყენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საბადოებიდან ყველაზე მდიდარია რკინის და სპილენძის რეზერვები, თუმცა აღმოაჩინეს ზომოხსენებული ლითიუმიც, ისევე როგორც ოქრო. ოფიციალური პირების განცხადებით, მინერალების რეზერვების მეშვეობით, ავღანეთს შესაძლოა, სიღარიბის დაძლევა გაუადვილდეს.
XS
SM
MD
LG