Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის განცხადებით, რუსეთს „ინვესტიციების ბუმი“ სჭირდება


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს სანქტ პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთს „ინვესტიციების ბუმი“ სჭირდება ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად. „ინვესტორებისათვის კომფორტული პირობების შექმნა, ფაქტობრივად, ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამ მიმართულებით ჩვენ ადრეც გადაგვიდგამს ნაბიჯები. ალბათ, ყველაფერში წარმატებული არ ვიყავით, მაგრამ დღეს ჩვენი მოქმედების ცენტრში ვაყენებთ ამ ამოცანას“, განაცხადა მედვედევმა. მისი განმარტებით, რუსეთი ხუთჯერ შეამცირებს სტრატეგიული საწარმოების რიცხვს, რათა დაუშვას უცხოელების მიერ ამ კომპანიების ნაწილობრივ მფლობელობა. რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა გლობალურმა ეკონომიკური კრიზისმა: შარშან პროდუქციის მოცულობა 7,9 პროცენტით შემცირდა.
XS
SM
MD
LG