Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი
თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მანუჩერ მოთაქი და გრიგოლ ვაშაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას მხარეები ხელს მოაწერენ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, ბათუმში კი, ირანის საკონსულო გაიხსნება. სამშაბათს თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ირანთან უვიზო მიმოსვლა და რეგულარული პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს მთავრობა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ირანთან ურთიერთობის განვითარება თბილისის მოკავშირე აშშ-ისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება.
XS
SM
MD
LG