Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და აშშ-მა მაღალი შეფასება მისცეს ხორვატიისა და სერბიის მცდელობას, რომ შერიგდნენ


ევროპის კავშირმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მაღალი შეფასება მისცეს ხორვატიისა და სერბიის მცდელობას, შერიგდნენ ომის დასრულებიდან 19 წლის შემდეგ. ხუთშაბათს ხორვატიისა და სერბიის პრეზიდენტებმა, ივო იოსიპოვიჩმა და ბორის ტადიჩმა ერთად მოინახულეს 1991 წლის ომის დროინდელი მასობრივი სამარხი და დაგმეს ორივე ქვეყნის მიერ ჩადენილი დანაშაულებები. ევროკავშირის გაფართოების საკითხების უწყების ხელმძღვანელმა, სტეფან ფულემ ამას „შერიგებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ „შერიგების პროცესის გაგრძელებით“ კმაყოფილება გამოხატა.
XS
SM
MD
LG