Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სიკვდილი მიუსაჯეს კოპტების მკვლელს


ეგვიპტეში სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა მაჰმადიან მამაკაცს, რომელმაც შარშან ექვსი კოპტი ქრისტიანი მოკლა. 2010 წლის 6 იანვარს მუსლიმი პოლიციელიც დაიღუპა, როცა სამმა შეიარაღებულმა პირმა თავდასხმა მოაწყო მლოცველებზე, რომლებიც ეკლესიიდან გადიოდნენ ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. თავდასხმა სამხრეთში მდებარე ნაგაა ჰამადიში მოეწყო. დანარჩენი ორი თავდამსხმელის განაჩენს მომავალ კვირაში გამოაცხადებენ. ეგვიპტეში ორიოდე კვირის წინაც მოეწყო ქრისტიანებზე თავდასხმა: თვითმკვლელმა მოიერიშემ აფეთქება მოაწყო კოპტურ ეკლესიასთან საპორტო ქალაქ ალექსანდრიაში, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და ასამდე ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG