Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ირანში „ნარკოტიკების ტრეფიკინგის“ ბრალდებით ქალი ჩამოახრჩვეს


ირანიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, დღეს იქ წარმოშობით ირანელი, ჰოლანდიის მოქალაქე ქალი ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც მას „ნარკოტიკების შენახვისა და გასაღების“ ბრალდება დაუმტკიცდა. ზაჰრა ბაჰრამის ჩამოხრჩობის შესახებ განცხადებას თეირანის პროკურატურა ავრცელებს. სახელმწიფო მედიით გადაცემულ განცხადებაში ბაჰრამი „ნარკოტიკების ტრეფიკინგში“ დამნაშავედ არის მოხსენიებული. პარალელურად, სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს ცნობას, რომ ბაჰრამი ირანში ვიზიტის დროს ანტი-სამთავრებო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააპატიმრეს. ვრცელდება ჰოლანდიელი ოფიციალური პირების სიტყვები - რომ ირანის მთავრობამ ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლებს ბაჰრამისთან შეხვედრის საშუალება არ მისცა, რადგან თეირანმა არ სცნო მისი ორმაგი მოქალაქეობა.
XS
SM
MD
LG