Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა ლეხ კაჩინსკის ბიუსტი


ლეხ კაჩინსკის ბიუსტი
ლეხ კაჩინსკის ბიუსტი
საქართველოს პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის და მათთან ერთად დაღუპული კიდევ 94 ადამიანის ხსოვნას. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა ზუსტად 2 წლის წინ განიცადა რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან.

"ეს იყო ტრაგედია არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ მისი ყველა მეგობარი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ ლეხ კაჩინსკი იყო საქართველოს დიდი მეგობარი, რომელიც ყველაზე კრიტიკულ წუთებში ქვეყნის გვერდით დადგა და მის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა.

დღესვე თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე სკვერში გაიხსნა პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ბიუსტი.
XS
SM
MD
LG