Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ბრეივიკი დღეს ჩვენების მიცემას იწყებს


ანდერს ბრეივიკი, რომელსაც 77 ადამიანის დახოცვაში ედება ბრალი, დღეს ოსლოში, სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემას შეუდგება. ბრეივიკი აღიარებს 77 ადამიანის მოკვლას, თუმცა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განცხადებით, ადამიანები მან თავდაცვის მიზნით დახოცა და დანაშაული არ ჩაუდენია. ბრეივიკი აცხადებს, რომ ის იბრძვის ევროპის ისლამისა და მულტიკულტურალიზმისგან დასაცავად. ანალიტიკოსების აზრით, სასამართლო დამოკიდებულია იმაზე - ცნობს, თუ არა სასამართლო ბრეივიკს შეურაცხადად.
XS
SM
MD
LG