Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ამ ვითარებაში ირანზე სამხედრო დარტყმის წინააღმდეგი ვართ.


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ კვლავაც ღრმად შეშფოთებული ვართ ირანის ბირთვული პროგრამის გამოო. ირანი ბირთვული იარაღით, მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და გაზრდის გამალებული ბირთვული შეიარაღების რისკს. ჰეიგი მიიჩნევს, რომ ირანმა სერიზულად უნდა მოილაპარაკოს ბირთვულ საკითხებზე, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნოს, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის განვითარებას. ჰეიგის თქმით, ბრიტანეთმა, ევროკავშირელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ირანს დაუწესა ერთობ სერიოზული ეკონომიკური სანქციები, რომლის მსგავსი არც-ერთ ქვეყნისთვის არ დაწესებულა ბოლო ხანს. ირანის ეკონომიკას ამით დარტმა მიადგა, თქვა ჰეიგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ვაგრძელებთ ზეწოლის გაძლიერებასო. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტის წევრებს ამცნო, რომ ის და პრემიერ-მინისტრი, ისრაელის ლიდერებთან ბოლო ხნის შეხვედრების დროს, ძალიან ცხადად აუწყებენ მათ, რომ პოლიტიკა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ, არის ორი მიმართულების პოლიტიკა: სანქციებისა და მოლაპარაკებისა. და ძალიან ცხადად გავაცანით ჩვენი აზრი (ისრაელის ლიდერებს), რომ ამ ვითარებაში ირანზე სამხედრო დარტყმის წინააღმდეგი ვართ.
XS
SM
MD
LG