იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი იურისტ დავით ჯანდიერთან ერთად შეხვდა მინისტრის მოადგილეს, თინა ბურჯალიანს და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის და ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელებს. "მე მივიღე დადასტურებული ინფორმაცია, რომ უწყების გადაბარების პროცესი არ დააზარალებს მოქალაქეთა მომსახურებას და შევთანხმდით, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე მუდმივი კონტაქტი გვექნება” - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დუკუმენტების განადგურების შესახებ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ბურჯალიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროში ყველა დოკუმენტი ელექტრონულია და არ განადგურებულა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ყველა მოქალაქის უფლებები დაცული იქნება, მათ უკანონოდ აღარავინ მოუსმენს და ყველას ექნება უსაფრთხოებისა და სამართლიანობის შეგრძნება. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრისგან განსხვავებით არასდროს შეხვდება ბიზნესმენებს, რომლებიც წულუკიანის თქმით, თავისუფლად ისუნთქებენ და საკუთარ საქმეს გააკეთებენ.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
ყველაზე პოპულარული
1