ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ათასობით ადამიანს, რომელიც ქარიშხალ ”სენდის” გამო ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი, დროებითი თავშესაფარი დასჭირდება. მათ მდგომარეობას აუარესებს ტემპერატურის მკვეთრი დაცემაც. ქალაქ ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ნიუ იორკში 30-დან 40 ათასამდე ადამიანს დასჭირდება დროებითი თავშესაფარი. ბლუმბერგის თქმით, წუხანდელი სიცივე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო შტორმის შემდეგ. ქარიშხალ ”სენდის” აშშ-ში 111 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 41 ქალაქ ნიუ იორკში. ათეულობით ათასი ადამიანი სახლკარის, ან ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე პოპულარული
1