Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუს ოპოზიციონერს წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს


ბელორუსიის ქალაქ ვიტებსკის სასამართლომ ოპოზიციონერ ანდრეი ჰაიდუკოვს, სახელმწიფო ღალატის მუხლით ნოემბერში დაკავებულ დისიდენტს, ერთნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰაიდუკოვს ღალატის ბრალდება მოუხსნეს. ის დამნაშავედ სცნეს დასავლეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტის მოპოვების სურვილში, მაგრამ არ დადგინდა, სახელმწიფოს ღალატის ნიშნები. მისი ადვოკატები განაჩენს გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG