Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს წარმომადგენლები


საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მიკაელ ასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩსი. მათ ვიზიტის მეორე დღე სახალხო დამცველთან უჩა ნანუშვილთან შეხვედრით დაიწყეს. ომბუდსმენის განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარება, უმცირესობათა უფლებების მდგომარეობა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები. ნანუაშვილის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ესაუბრა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხზე, საკუთრების უფლების ხელყოფის გამო პროკურატურაში შესულ განცხადებებსა და მთავრობის პოზიციაზე, რომ არ უნდა მოხდეს გარკვეული საქმეების გადახედვა და კომპენსაციის გაცემა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს გადასცა მასლები იმისათვის, რომ ჰქონდეთ სრული სურათი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG