Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში ებრძვიან სეპარატისტებს


უკრაინის სამხედრო ძალები შეტევას ახორციელებენ სეპარატისტების პოზიციებზე დონეცკის ოლქში. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო "ლიგაბიზნესინფორმის" ცნობით, დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობაში 3 ივნისს მოკლეს 50-ზე მეტი შეიარაღებული სეპარატისტი. სამხედროების ოფიციალური წარმომადგენელი ვლადისლავ სელეზნიოვი იუწყება სლავიანსკთან ბრძოლების დროს ძალოვანი სტრუქტურების ორი წევრის დაღუპვისა და 42-ის დაჭრის შესახებ. მისივე მონაცემებით, მეამბოხეებმა დაკარგეს 300-მდე მებრძოლი. დონეცკის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ვითარების გამწვავების გამო დონეცკი დატოვა 15 ათასამდე მოსახლემ, ხოლო სლავიანსკიდან - მისი საკრებულოს ცნობით - წასულია მოსახლეობის 40%-მდე.
XS
SM
MD
LG