Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მზადაა რუსეთთან გაზის გამო ევროკავშირის მოლაპარაკებაში ჩაერთოს


უკრაინა მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკებაში, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის გაიმართება 9 დეკემბერს. ამის თაობაზე ტვიტერით გაავრცელა ცნობა „ნაფტოგაზმა“. უკრაინის სახელმწიფო ენერგო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრიი კობოლევი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის გააგრძელოს რუსეთისგან პირდაპირ გაზის შესყიდვა, თუ მოსკოვის კიევის შეთავაზებებს მიიღებს. საქმე ეხება ფასებს, მიწოდების ვადებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებას.

XS
SM
MD
LG