Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოდან იუწყებიან ინტენსიური ბრძოლებისა და დაბომბვის შესახებ


სირიის ქალაქ ალეპოში, როგორც ჩანს, ფერხდება ზავი სამოქალაქო პირებისა და მეამბოხეების ევაკუაციის მოსახდენად. იუწყებიან ინტენსიური ბრძოლისა და დაბომბვის შესახებ. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს ცნობებს სარაკეტო იერიშის და „ფრონტის ყველა ხაზზე ძალიან ინტენსიური შეტაკებების“ შესახებ. უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სირიის მთავრობის ჯარებმა განაახლეს იერიში აღმოსავლეთ ალეპოზე მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა დაარღვიეს თურქეთისა და რუსეთის შეამავლობით მიღწეული ზავი. მეორე მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები და „სხვა ჯგუფები“ ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ჩაშლას. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, ისევე როგორც ირანელი და ლიბანელი შიიტი მებძროლები ეხმარებიან ალეპოში მეამბოხეებთან ბრძოლაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, აღმოსავლეთ ალეპოში მეამბოხეები „მომდევნო ორ, ან სამ დღეში“ შეწყვეტენ წინააღმდეგობის გაწევას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6000-მდე სამოქალაქო პირმა დატოვა მეამბოხეების მიერ გაკონტროლებული რაიონები.

XS
SM
MD
LG