Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს კვებეკის მეჩეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კანადელი


კანადის სასამარლომ დააკავა ორი პირი, რომლებიც დაკავშირებული არიან ქალაქ კევებევკში 29 იანვრის სროლასთან, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. სასამართლოს თანახმად, 29 იანვრის ამ თავდასხმასთან კავშირში ორი პირი დააკავეს. ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია ალექსანდრ ბისონეტი, ფრანგული წარმოშობის კანადელი და როგორც მორწმე, მაროკული წარმოშობის კანადის მოქალაქე, მოჰამედ ელ ხადირი. ოფიციალური პირები მომხდარს „მუსლიმების წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმად“ მიიჩნევენ. კვებეკის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, კვებეკის ისლამური კულტურის ცენტრში 50-ზე მეტი ადამიანი იყო საღამოს ლოცვაზე შეკრებილი, როცა სროლა დაიწყო. კვებეკის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა ფილიპ კუილარდმა მომხდარს „ბარბაროსული ძალადობა“ და "მუსლიმებზე ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. მისივე თქმით, 30 იანვარს კვებეკში სოლიდარობის აქციები გაიმართება. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც დაგმო მომხდარი, როგორც "მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული თავდასხმა".

XS
SM
MD
LG