Accessibility links

დაიღუპა მოსულში დაჭრილი კიდევ ერთი ფრანგი ჟურნალისტი


მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი, ვერონიკა რობერტი, რომელიც 19 ივნისს, ორ კოლეგასთან ერთად ნაღმზე აფეთქდა, ერაყის ქალაქ მოსულში. ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა, საფრანგეთის ტელევიზიამ, რომლის კორესპონდენტები ვერონიკა რობერტი და სტეფან ვილნევი მოსულში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს აშუქებდნენ. აფეთქების შედეგად მათთან ერთად დაიღუპა ერაყელი ქურთი ჟურნალისტი და თარჯიმანი, ბახტიარ ჰადადი. ერაყის არმიის სპეციალური ძალები აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით უკვე მესამე თვეა ატარებენ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის გასათავისუფლებლად. ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი მოსული ხელთ იგდო 2014 წლის ზაფხულში.

XS
SM
MD
LG