Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დაასახელა ტორონტოელი თავდამსხმელის ვინაობა


თავდასხმის ადგილი ტორონტოში
თავდასხმის ადგილი ტორონტოში

კანადის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც ტორონტოში 2 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა, ადგილობრივი მკვიდრი, 29 წლის ფაისალ ჰუსეინი იყო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ჰუსეინის ოჯახმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ სიტყვები არ ყოფნით, მაგრამ სურთ მათი შვილის საშინელი ნამოქმედარის გამო დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრონ და დაჭრილებს თანადგომა გამოუცხადონ. ნათესავების ინფორმაციით, ფაისალ ჰუსეინს ბავშვობიდან ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა, რომელიც მკურნალობას არ დაექვემდებარა. ტორონტოს ცენტრში, დანფორდ-ავენიუზე ტრაგედია 22 ივლისს, ღამით მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა ორი რესტორნის ვიტრინებს. პრაქტიკულად ყველა მსხვერპლი ბერძნულ რესტორან „დემეტრაში“ იმყოფებოდა. თავდამსხმელი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ექსპერტიზა დაადგენს ჰუსეინმა თავი მოიკლა, თუ ადგილზე მისულ პოლიციელებთან ორმხრივი სროლისას დაიღუპა.

XS
SM
MD
LG