Accessibility links

საბერძნეთში გაიზარდა ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში 50 ადამიანი დაიღუპა ძლიერი ხანძრების შედეგად. მანამდე დადასტურებული იყო 20-ის გარდაცვალება. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერებია საკურორტო ქალაქ კინეტასთან, ქალაქებთან რაფინასთან, მატისა და პიკერმისთან და პენდელის მთის ფერდობებზე. საბერძნეთის ხელისუფლებამ ამ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ტყეებში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ციპრასის ინფორმაციით, ცეცხლს ებრძვის 600-ზე მეტი მეხანძრე და სამასზე მეტი სახანძრო ავტომანქანა, თუმცა, ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს. საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ესპანეთმა და კვიპროსმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG