Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა პენტაგონს გაუგრძელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე აკრძალვა


აშშ-ის კონგრესმა პენტაგონს გაუგრძელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე აკრძალვა. ამის შესახებ ლაპარაკია მომავლი საფინანსო წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ ანგარიშში. აშშ-ში საფინანსო წელი 1 სექტემბერს იწყება. ბიუჯეტის პროექტი კონგრესის ორივე პალატის მიერაა შეთანხმებული.

დოკუმენტი, კერძოდ, შეიცავს რეკომენდაციას, აიკრძალოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობის დაფინანსება. გამონაკლისს წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის გარკვეული ბრძანებულებები. ანგარიშში შეიცავს ასევე რეკომენდაციას 2019 საფინანსო წელს უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას, მათ შოიის, 250 მილიონი დოლარის ღირებულების ლეტალური იარაღით.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა დაარღვია იარაღის კონტროლის შეთანხმებები, მოახდინა საკუთარი ბირთვული პოტენციალის მოდერნიზაცია და ჩაატარა ანტიკოსმოსური თავდაცვის საშუალებების გამოცდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG