Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ კოსმოსურ რაკეტაზე ავარია მოხდა


ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან სტარტის დროს ავარია მოხდა რუსული რაკეტის „სოიუზ 10“-ის ბორტზე. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეკიპაჟის წევრები, რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი ცოცხლები არიან და სპეციალური კაფსულით, სავარაუდოდ, უკვე დაეშვნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე. ინტერფაქსის ცნობით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ სტარტის შემდეგ რაკეტას ავარიულად გაეთიშა მეორე საფეხურის ძრავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG