Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა დღეს მირზა სუბელიანს გამოკითხავს


ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. აუდიოჩანაწერებში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ. „გამოძიების მიერ გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, დავით ცუხიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ“, - იტყრობინება უწყება. ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

XS
SM
MD
LG