Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დღეს გაირკვევა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე შეაჯამებს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. ცესკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მეორე საკითხია განკარგულება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ. სხდომა 13 საათზე დაიწყება.

28 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად, მეორე ტურში გავიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG