Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს


საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან(ცესკო) საპროტესტო აქცია გამართეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა. მათ საარჩევნო ადმინისტრაციას უნდობლობა გამოუცხადეს და მოითხოვეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 28 ნოემბრის კენჭისყრა იყო არა არჩევნები, არამედ მოსახლეობაზე ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება და ამ ყველაფერში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG