Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები სკოლებში მოსწავლეთათვის ერთჯერად უფასო კვებას ითხოვენ


"ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საჯარო სკოლებში ერთჯერადი კვების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მოთხოვნით ინდივიდუალური წერილებით მიმართა დეპუტატებს.

პრობლემის თვალსაჩინოებისთვის ახალგაზრდა ლეიბორისტებმა პარლამენტის წინ შედარებისთვის საკვების ორი ულუფა მიიტანეს - ერთი, რომელსაც მათი მონაცემებით, გაეროს ოფიციალური სტატისტიკით, ყოველდღიურად 77 000 ბავშვი ღებულობს და მეორე, რაციონი, რომელსაც სავარაუდოდ დეპუტატების შვილები მიირთმევენ.

ახალგაზრდა ლეიბორისტები დეპუტატებს სთხოვენ, სკოლებში ერთჯერადი კვების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია 26 მაისამდე გამოხატონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG