Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდული სარაგბო ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება


საქართველოსა და ფიჯის მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და ფიჯის მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულდა და თორმეტი მონაწილე ნაკრები შედეგების მიხედვით ახალ ჯგუფებში გადანაწილდა. პირველი ოთხეული საჩემპიონო ბრძოლას გააგრძელებს. მეორე ოთხეული მეხუთე-მერვე ადგილებზე გადანაწილდება. ოთხი უარესი შედეგის მქონე ნაკრების ამოცანა კი მსოფლიოს ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება. მათ შორის ყველაზე სუსტი მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის მიღმა დარჩება.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დასკვნით ტურში შოტლანდიის ძლევა არ ეყო რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად და მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის შეხვედრებში გადაერთვება. „მცირე ნახევარფინალში“ უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ვადაზე ადრე გაინაღდებს და საბოლოო მეცხრე ადგილის დასაკავებლად ითამაშებს, იტალიისა და შოტლანდიის წყვილში საუკეთესოსთან. წაგებულები კი ბოლო შანსისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

საქართველოსა და ფიჯის მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG