საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე. სამუშაო ჯგუფის მიზანია ეუთოს რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიების, მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეხვედრა დახურული ფორმატით მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2020 წლის შემდეგ, როგორც ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ინიციატივით განხორციელებული საკონსტიტიციო ცვლილება.
მომდევნო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილიც.