Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დაიწყო დაკავებები მოსკოვში მიტინგის დასრულების შემდეგ


მოსკოვში დასრულდა მერიასთან შეთანხმებული ოპოზიციის მიტინგი აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე, სადაც „თეთრი მრიცხველის“ მონაცემებით მივიდა დაახლოებით 50 ათასი კაცი.

მიტინგის ორგანიზატორებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებისგან მოითხოვს წინა აქციების დროს, „მასობრივი არეულობის“ ბრალდებით დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას, სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას, ყველა დამოუკიდებელი კანდიდატის დაშვებას არჩევნებში და მოსკოვის საარჩევნო კომიიის თავმჯდომარის, ვალენტინა გორბუნოვის გადადგომას.

მიტინგის დასრულებისთანავე პოლიციამ დააკავა დაურეგისტრირებელი კანდიდატის და ასევე პოლიციის მიერ დაკავებული, მოსკოვის საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის, ივან ჟდანოვის შტაბის უფროსი. ბორის ზოლოტარევსკი დააკავეს იმისთვის, რომ სცენიდან მოუწოდებდა მიტინგის მონაწილეებს აქციის დასრულების შემდეგ დაძრულიყვნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ, ილინკას ქუჩაზე. პოლიცამ დაიწყო იმ ადამიანების დაკავება, ვინც დაიძრა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ

მოსკოვის მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს კიდევ ერთი კანდიდატის, ლიუბოვ ოსბოლის ოფისში. ჩხრეკის დასრულებამდე სობოლი ჟურნალისტებთან ერთად დამწყვდეული ჰყავდათ შენობაში, საიდანაც იგი პოლიციელებმა გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტები იუწყებიან, რომ პოლიციამ სანკტ-პეტერბურგში დააკავა დააკავა დაახლოებით 70 აქტივისტი. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მათი დაკავების მიზანია წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

XS
SM
MD
LG