საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის ვებსაიტზე კიბერშეტევა განხორციელდა.
გვერდის გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.
28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საკრებულოების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე. პარალიზებულ საიტებზე ჩანს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.
კიბერთავდასხმის გამო, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. მოგვიანებით, გამოძიებას კიდევ ერთი, სისხლის სამართლის 286-ე მუხლი დაემატა, რაც კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.