Accessibility links

site logo site logo

უკრაინული ავიაკომპანია "ბოინგის" გაუმართაობას უარყოფს


თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდნილი "ბოინგის" ფრაგმენტი

ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ მისი თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომელმაც ირანში კატასტროფა განიცადა, ტექნიკურად გამართული იყო.

„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავი, შესანიშნავი და საიმედო ეკიპაჟით“, - განაცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ იგორ სოსნოვკის თქმით, ეკიპაჟის შეცდომას პრაქტიკულად გამორიცხავენ. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი, ერთი ინსტრუქტორი და ექვსი ბორტგამცილებელი.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს გამოშვებული „ბოინგი“ ტექნიკურად, ბოლოს 6 იანვარს შემოწმდა და არანაირი ხარვეზი აღმოჩენილი არ ყოფილა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი „ბოინგ 737" დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

თვითმფრინავში, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, წინასწარი ინფორმაციით, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები. ყველა მათგანი დაიღუპა. ირანული მხარის ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG