Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ოპოზიციის და "ქართული ოცნების" დიალოგის შუამავალ ელჩებთან კომუნიკაციას გეგმავს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მოკლე განცხადებით გამოეხმაურა საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის მიერ ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტას და შექმნილ ვითარებაზე დიპლომატიური წარმომადგენლობების რეაქციას.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 10 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შექმნილი ვითარების გამო, განცხადებები გაავრცელეს აშშ-ის საელჩომ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ და ევროკავშირმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG