საქართველოში აშშ-ს საელჩო კორონავირუსის გამო დაკეტილი სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება. ყოველ სამუშაო დღეს (ორშაბათი-პარასკევი), 14 საათზე ამერიკელი დიპლომატი ინლისურად წაიკითხავს და ისაუბრებს თავის საყვარელ მოთხრობებზე.
"ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა", - ვკითხულობთ საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირველი პირდაპირი ეთერი Facebook-ზე ხვალ, 13 მარტს იქნება.
კორონავირუსის საფრთხის გამო სასკოლო არდადეგები ნაადრევად, 2 მარტს დაიწყო და პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.