Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID 19-ით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში მე-10 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

COVID 19-ის დაავადებული 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად, გარდაიცვალა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

COVID-19-ით პირველი პაციენტი - 79 წლის წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა.

მეორე პაციენტი 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა.

მესამე პაციენტი 86 წლის ქალი, ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა.

მეოთხე პაციენტი 70 წლის ქალი, ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.

მეხუთე პაციენტი 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.

მეექვსე პაციენტი 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა.

მეშვიდე პაციენტი 83 წლის კაცი პირველ საუნივერესიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა.

მერვე პაციენტი 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.

მეცხრე პაციენტი 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა.

8 მაისის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 623 შემთხვევა. 288 გამოჯანმრთელებული.

ამ დრომდე, გარდაცვლილთაგან ყველაზე ხანდაზმული 86 წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა - 58 წლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG