Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სფეროს მესვეურები ეკონომიკების ნაადრევად გახსნის საფრთხეებზე საუბრობენ


ენტონი ფაუჩი
ენტონი ფაუჩი

ჯანდაცვის სფეროს მესვეურები გამოდიან გაფრთხილებით ეკონომიკების ნაადრევად გახსნის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 292,000-ს უტოლდება.

აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი, ენტონი ფაუჩი კონგრესს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ლოკდაუნის ნაადრევად დასრულებას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება. სენატში გამართულ მოსმენაზე ფაუჩიმ თქვა, აშშ-ის ხელისუფლებამ შეიმუშავა რეკომენდაციები ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის, საიმისოდ, რომ ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ მოხდესო. ფაუჩის თქმით, 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის უწყვეტი ვარდნა არის აუცილებელი პირველი ნაბიჯი.

ჩინეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ილინში დააწესეს გადაადგილების აკრძალვა, მას შემდეგ, რაც 12 მაისს ახალი კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევა აღირიცხა. რუსეთში ოფიციალური მონაცემებით ინფიცირების რაოდენობა გადასცდა 232,000 ადამიანს, რაც ბრიტანეთის მაჩვენებელზე მაღალია და მხოლოდ აშშ-ისას ჩამოუვარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG