Accessibility links

ცნობილია, ზრდასრული თბილისელებიდან რამდენს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი COVID-19


ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში დედაქალაქის ყველა რაიონიდან 1068 ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სავარაუდოდ ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ არ არის გამორიცხული ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან და, შესაბამისად, კვლევაში მიღებული მაჩვენებელი შესაძლოა რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

"სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. ... რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%", - ასეთია კვლევის წინასწარი შედეგები, რომელიც თბილისში 2020 წლის 18-27 მაისს ჩატარდა.

მონაცემები ინფექციიური პათოლოგიის ცენტრმა 29 ივნისს გაასაჯაროვა.

სეროპრევალენტობის კვლევა თბილისის გარდა ჩატარდა თელავსა და ბოლნისში. შემოდგომაზე კი მისი ჩატარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG