Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმას გამოეხმაურა


საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმას. „დინამო თბილისი“ აცხადებს, რომ კლუბის წილებთან დაკავშირებით არავითარი სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან. ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ჩართულია სასამართლო დავაში, რაც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „დინამო თბილისის“ წილებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი არ არის ჩართული რაიმე სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ან მისი პარტნიორები ჩართული არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. კლუბი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე, რათა მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც შეინარჩუნოს საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მისი ერთგული გულშემატკივარი ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლით გაახაროს“, - წერია კლუბის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG