Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია "ქართული ოცნების" საარჩევნო ინიციატივაზე: დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები


პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ეკა ბესელია დროში აცდენილს უწოდებს ინციატივას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებამდე ორი თვით ადრე დააანონსა. ასე შეაფასა მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა არჩევნების დროს დაშინებასა და გაყალბებაზე ბესელიამ.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა იყო, სხვათა შორის, მოთხოვნა ოპოზიციის, როდესაც საარჩევნო კოდექსზე ვმუშაობდით, ცვლილებების მიღება ხდებოდა და უარი თქვა მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ამ ცვლილებების მიღებაზე, აი, ახლა ამ ინიციატივის წარდგენა, არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროში, მგონია, რომ არის აცდენა "ქართული ოცნების" მხრიდან, დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები", - განაცხადა ბესელიამ.

„ქართული ოცნების” ინიციატივით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინებისა და იძულებისთვის პირს ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში მითითებული იქნება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და შესაბამისი ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო. დღეს ინიცირებული ცვლილებების განხილვა სექტემბერში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG