Accessibility links

უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგძელდება


თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურად განახლების შესახებ უკვე უახლოეს მომავალში გაცნობებთ“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელა.

აჭარაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძლდება ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ყველგან, სადაც სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. გორსა და ფოთში კი სკოლას დაუბრუნდება ყველა კლასის მოსწავლე. გამონაკლისი იქნება აჭარა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG