Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: დარწმუნებული ვარ „გირჩი" პარლამენტში არ იქნება 


ალექსანდრე რაქვიაშვილი
ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ შეცდომა იყო „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება. „როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა. მეტი არაფერი არ მოხდება, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ", - აღნიშნავს რაქვიაშვილი. მისი ვარაუდით, „ქართული ოცნება" როდესაც დაინახავს, რომ მარტოა პარლამენტის დარბაზში, შეიძლება ამან ახალი მუხტი გამოიწვიოს.

„დღეს, შეხვედრაზე საერთოდ არ ვკამათობდით. დისკუსია პროცედურულ საკითხებზე იყო. კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ძალიან სერიოზული, რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე არასდროს წინააღმდეგი არ ვარ მოლაპარაკებების, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ დროის ხარჯვაა - მივიდეთ და სადმე დავსხდეთ ამასაც აზრი არ აქვს. მთელს ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „გირჩი" პარლამენტში არ იქნება. მე რთულად წარმომიდგენია, როდესაც ერთი მხარე გემუქრება, ულტიმატუმს გიყენებს ჩვენ არა, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუქმებით ემუქრება, მე მგონი, ასეთ მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება", - თქვა რაქვიაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას არაუფლებამოსილი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს. ამ კონტექსტში მან ახსენა "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG