Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა ენერგეტიკის სფეროსაც შეეხო


აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას აქვთ მტკიცებულებები, რომ ჰაკერებმა მათ შიდა კომპიუტერულ ქსელებშიც შეაღწიეს ფედერალურ უწყებებზე მასშტაბური კიბერთავდასხმისას. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Politico.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა ენერგეტიკის მარეგულირებელი ფედერალური კომისია.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, განაცხადეს, რომ ჰაკერებმა ვერ შეაღწიეს სისტემაში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად 14 დეკემბერს დაადასტურა ფედერალურ უწყებებზე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსა და ტელეკომუნიკაციის სააგენტოზე მასშტაბური კიბერთავდასხმა. ჰაკერებმა გამოიყენეს ფედერალური უწყებების პროგრამული უზრუნველყოფის SolarWinds-ის ყალბი ვერსია.

სააგენტო Reuters-ის და გამოცემების, The Washington Post-ის და The New York Times-ის ინფორმაციით, ჰაკერებს კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან. მოსკოვი, როგორც ყოველთვის, მსგავს ბრალდებებს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG