Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც აღმოაჩინეს


კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, ჩინეთშიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჩინეთის მედია იტყობინება ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით.

ახალი შტამი აღმოაჩნდა სტუდენტს, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. მან 14 დეკემბერს გაიარა შემოწმება შანხაიში. ცენტრის თქმით, გამოვლენილი შემთხვევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების კონტროლს.

COVID-19-ის ახალი მუტაციის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. მედიკოსთა თქმით, ის 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი, მაგრამ პაციენტებისთვის უფრო სახიფათო არ არის.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო დიდ ბრიტანეთთან ავიარეისები შეწყვიტა 20-ზე მეტმა ქვეყანამ. COVID-19-ის ახალი შტამი აღმოჩნდა ევროკავშირის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც. ლონდონსა და მის შემოგარენში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG