Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილი: მადლობა მხარდაჭერისთვის... იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ


"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი გათავისუფლების შემდეგ მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და ადვოკატებს. მან თქვა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

"დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სულ ყველას. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, ეს არის საზოგადოების დამსახურდებაც და ჩემი ადვოკატებისაც, მოხდა ის რომ პატიმრობიდან გამათავისუფლეს. ახლა პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ", - თქვა მელასვილმა.

მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება. ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად აქცია იმართებოდა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები იყვნენ და უნდა გათავისუფლებულიყვნენ. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქმის პროკურორმა თქვა, რომ მოითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვდნენ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG