Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვების ობიექტები ღია სივრცეში სტუმრების მიღებას შაბათ-კვირასაც შეძლებენ


კაფეები და რესტორნები სტუმრებს შაბათ-კვირასაც მიიღებენ, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეებში. გადაწყვეტილება დღეს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა თებერვალში მუშაობა გააახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა, მარტიდან კი გაიხსნა დახურული სივრცეებიც.

საბჭომ დღეს მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს მთავრობაში შეზღუდვების შემსუბუქების მთავარ მიზეზებად ასახელებენ მოსახლეობის მოთხოვნას და ტურისტების რაოდენობის ზრდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG