Accessibility links

site logo site logo

საქართველოში COVID-19-ის "ინდური შტამის" უკვე 18 შემთხვევაა დადასტურებული


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის "ინდური შტამის" უკვე 18 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ძირითადად, ეს არის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან სხვა ქვეყნიდან... ის ახალგაზრდებში საკმაოდ მალე ვრცელდება", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა "ბრიტანული შტამია" გავრცელებული და იწყება "ინდური შტამის" ცირკულირება.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 355 368 შემთხვევა. მათგან 341 103 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5083 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG