Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

YouTube-მა დაბლოკა აშშ-ის ახალი ამბების ჯგუფი თურქმენეთის სახელმწიფო მედიის საჩივრის შემდეგ


YouTube-მა დაბლოკა აშშ-ის საინფორმაციო ორგანიზაციის არხი, რომელიც ცენტრალური აზიის, კავკასიისა და რუსეთის ამბებს აშუქებს, მას შემდეგ, რაც თურქმენეთის სახელმწიფო მედიამ მას საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლა.

საიტმა, Eurasianet-მა განაცხადა, რომ YouTube-მა, რომელიც Google-ს ეკუთვნის, შეატყობინა, რომ მისი არხი დაბლოკილ იქნა მას შემდეგ, რაც მიიღო რამდენიმე „შეტყობინება წაშლის მოთხოვნით“ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კვირაში.

YouTube-ის თქმით, ეს შეტყობინებები შემოსული იყო Watan Habarlary-სგან, ოფიციალური ტელეარხისგან, რომელიც თურქმენეთის ტელე-რადიო და კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტს ეკუთვნის.

დევიდ ტრილინგმა, Eurasianet-ის მთავარმა რედაქტორმა, განაცხადა, რომ საიტი ყველანაირად ცდილობდა გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მან თქვა, რომ Eurasianet-ის ვებგვერდი, რომელიც უმეტესად ინგლისურად და რუსულად გამოიცემა, თავადაც დაბლოკილია თურქმენეთში, ისევე როგორც YouTube-ი

"ირონიული ისაა, რომ YouTube-ი დაბლოკილია თურქმენეთში... ისევე როგორც ყველა სხვა სოციალური მედია", - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

ტრილინგმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის YouTube-ის არხს რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდა და მას უმეტესად იყენებდნენ თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიის ღამის ახალი ამბებში გაშვებული ვიდეოების საჩვენებლად ვებსიუჟეტებში თურქმენეთის შესახებ.

ვაშინგტონში თურქმენეთის საელჩოში გაგზავნილ იმეილს მაშინვე არ უპასუხეს. YouTube-მაც არ უპასუხა რადიო თავისუფლების მიერ გაგზავნილ იმეილს მის მთავარ, საჩივრების იმეილების, მისამართზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG