პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული PCR-ტესტის პასუხი საზოგადოებას გააცნო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR-ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია", - აღნიშნავს სამსახური.
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა, მანანა ელეფტეროვამ სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამკურნალო დაწესებულება წითელ ზონად გამოცხადდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი COVID-19-ით ინფიცირება გახდა.
დაწერეთ კომენტარი